ავტორიზაცია

ლუკაკუ: "ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი?"

ლუკაკუ: "ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი?"
თარიღი 03 ივნ 2021, 10:32

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით არის თუ არა ის საუკეთესო თავის პოზიციაზე:

"ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ამ დროისთვის? არა, არც ტოპ 3-ში შევდივარ და არც ტოპ 5-ში, კარგით, ტოპ 5 იყოს.

არ მიყვარს საკუთარი თამაშის შესახებ საუბარი, შეფასება გულშემატკივრებისთვის მომინდია", - განაცხადა ბელგიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, სერია ა-ში გადასვლის შემდეგ, "ნერაძურის" ფორვარდმა ჩაატარა 95 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა 64 გოლი.

"გველების" ცხრიანის სახელს უკანასკნელ პერიოდში "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" აქტიურად უკავშირებენ.

ინტერმა ვიდალი და სანჩესი ტრანსფერზე დააყენა

სიმონე ინძაგის ინტერში ლუკაკუს შენარჩუნება უნდა