ბენზემა მბაპეს დაყოლიებას ცდილობს — ახალ კლუბში ტრანსფერის შანსები იზრდება?!
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 11 ივნისს აიღებს და 11 ივლისს დასრულდება.
"მამლების" რიგებში წლების შემდეგ დაბრუნებულმა "რეალის" ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კილიან მბაპესთან ერთად მუშაობა მოსწონს და "პსჟ"-ს ახალგაზრდა ფორვარდი შეაქო.
ამავდროულად გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, რომ მბაპემ და ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების ბანაკში არაერთხელ განიხილეს კილიანის "რეალში" შესაძლო ტრანსფერი.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა 22 წლის ფრანგს პარიზელებთან 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "პსჟ"-მ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული "ლილს" დაუთმო და ბოლო ოთხ წელიწადში პირველად ვერ დაასრულა ჩემპიონატი პირველ ადგილზე.
"მადრიდში ელოდებიან", - ბენზემა რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება