ავტორიზაცია

"კლუბის გადასაწყვეტია, თუმცა...", - ალბა ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"კლუბის გადასაწყვეტია, თუმცა...", - ალბა ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 03 ივნ 2021, 20:38

"ბარსელონას" მცველმა, ხორდი ალბამ განაცხადა, რომ სამუდამოდ კატალონიურ გრანდში დარჩენა სურს.

"კონტრაქტი კიდევ 3 წელია ძალაში, ვხედავ, მისი ბოლომდე ამოწურვა შემიძლია. კლუბის გადასაწყვეტია, თუმცა მთელი ცხოვრება "ბარსელონაში" დავრჩე", - ციტირებს ალბას სიტყვებს Goal.

მოგეხსენებათ, ალბა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს, კლუბს იგი "ვალენსიადან" შეუერთდა.

2020/21 წლების სეზონში 32 წლის ესპანელმა 49 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ალბამ სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

ალბა: "მესიმ კამპ ნოუზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა? იმედი მაქვს, არა"