ავტორიზაცია

"ამის შესახებ მას პირადად მივწერე", - ფლიკის პირველი კომენტარი ბაიერნში ნაგელსმანის დანიშვნაზე

"ამის შესახებ მას პირადად მივწერე", - ფლიკის პირველი კომენტარი ბაიერნში ნაგელსმანის დანიშვნაზე
თარიღი 03 Jun 2021, 20:45

"ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მიუნხენური გრანდის ახალ თავკაც იულიან ნაგელსმანის პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ნაგელსმანი ამ გუნდთან მუშაობით სიამოვნებას მიიღებს, რადგან "ბაიერნის" ფეხბურთელები წარმოუდგენელ დონეზე არიან და საქმეს ბრწყინვალედ უდგებიან. ამის შესახებ მას პირადად მივწერე".

"ბაიერნი" ტოპ გუნდია, რომელმაც იცის, თუ რა არის საჭირო", - თქვა 56 წლის სპეციალისტმა Sabener 51-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ფლიკი "რეკორდმაისტერს" 2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისამდე წვრთნიდა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იგი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, საიდანაც თავის მხრივ იოაჰიმ ლიოვი მიდის.

საინტერესო ფაქტი: ბაიერნში, ნაგელსმანი თავისივე გუნდის კაპიტანზე ახალგაზრდა იქნება