მბაპემ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ თქვა უარი 2014 წელს რეალში გადასვლაზე
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ თქვა უარი 2014 წელს "რეალის" აკადემიაში ჩარიცხვაზე, იტყობინება Marca.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი 7 წლის წინ მადრიდული კლუბის ბაზას ეწვია, სადაც კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანს შეხვდა, რომელმაც ხელმძღვანელობას კილიანის დამატება მაშინვე ურჩია.
"მშობლებს უნდოდათ, რომ კარიერა საფრანგეთში დამეწყო და განათლება იქ მიმეღო. ესპანეთი სხვა ქვეყანაა, სხვა კულტურით", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Marca.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" "პსჟ"-ს 22 წლის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.
მოგეხსენებათ, მბაპე პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, სადაც "მონაკოდან" გადავიდა.
ბენზემა მბაპეს დაყოლიებას ცდილობს — ახალ კლუბში ტრანსფერის შანსები იზრდება?!