ავტორიზაცია

ესპანური გაზეთი: ვარანი რეალთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და სასურველი კლუბიც შეარჩია

ესპანური გაზეთი: ვარანი რეალთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და სასურველი კლუბიც შეარჩია
თარიღი 03 ივნ 2021, 23:05

"რეალის" ცენტრალურ მცველს, რაფაელ ვარანს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა, იტყობინება ცნობილი ესპანური გაზეთი ABC.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი კარიერის გაგრძელებას "მანჩესტერ იუნაიტედში" გეგმავს, რომელიც მას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

თავის მხრივ, როგორც აღინიშნება, "სამეფო კლუბი" მზად არის ვარანი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 28 წლის უკანახაზელს მადრიდელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ვარანმა ესპანეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა — MARCA