ავტორიზაცია

პსჟ-მ რონალდუსთან მოლაპარაკებები დაიწყო, იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — AS

პსჟ-მ რონალდუსთან მოლაპარაკებები დაიწყო, იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — AS
თარიღი 03 Jun 2021, 23:23

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ სამუშაო ადგილის შეცვლასთან ახლოს არის.

"ბებერი ქალბატონის" ახალ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ასაკოვანი პორტუგალიელი არ სჭირდება და უპირატესობას უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, 36 წლის სუპერვარსკვლავის დამატების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი "პარი სენ ჟერმენია". ფრანგულმა კლუბმა კრიშტიანუს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. "იუვენტუსი" თავისი ფორვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რონალდუს შეძენა კილიან მბაპეს წასვლის შემთხვევაში, რომელსაც პრესა აქტიურად უკავშირებს მადრიდის "რეალს", მიღებულ სპორტულ და საიმიჯო დარტყმას განმუხტავს.

გარდა ამისა, კრიშტიანუ სპორტულ ბრენდ Nike-თან თანამშრომლობს, რომელიც "პსჟ"-ს ერთ-ერთი სპონსორია. სამმხრივი თანამშრომლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ფეხბურთელისთვისაც, კლუბისთვისაც და თავად კომპანიისთვისაც.

რონალდუს "იუვენტუსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, კრიშტიანუ ლისაბონის "სპორტინგის" აღზრდილია. "იუვეში" იგი 2018 წლიდან ირიცხება, სადაც "რეალიდან" 117 მილიონად გადავიდა. "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელი 2020/21 წლების სეზონში 29 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რონალდუს სასურველი კლუბები უკვე შერჩეული ჰყავს — Cadena SER