ავტორიზაცია

"ვერავინ გამიგებს და მესმის მათი" - ქვილითაიას მიმართვა გულშემატკივრებს

"ვერავინ გამიგებს და მესმის მათი" - ქვილითაიას მიმართვა გულშემატკივრებს
თარიღი 04 ივნ 2021, 01:07

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კარიერას ნიქოზიის აპოელში გააგრძელებს.

27 წლის თავდამსხმელმა კვიპროსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამან ანორთოსისის გულშემატკივრები გაანაწყენა. გიორგი ქვილითაიამ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ქომაგებს მიმართა.

"ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ და ვიცი, რომ ანორთოსისის ვერცერთი ქომაგი ვერ გამიგებს, თუმცა მე მესმის მათი. ანორთოსისმა ვერ გადაიხადა ჩემი სატრანსფერო ღირებულება და ამის გამო, მომიწია ამ გუნდის დატოვება. 

თასი, რომელიც ერთად მოვიგეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს დამავიწყდება ჩვენი გულშემატკივრების ემოციები. დიდი მადლობა კლუბს, ფანებს და განსაკუთრებულად, თემურ ქეცბაიას. ანორთოსისის გულშემატკივრად ვრჩები და გისურვებთ წარმატებებს," - დაწერა გიორგი ქვილითაიამ.

გასული სეზონი აპოელისთვის წარუმატებელი იყო, გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდა, რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, წინა სეზონი იჯარის წესით ანორთოსისში გაატარა, 32 მატჩში კი 15 გოლი გაიტანა.

ყველაფერი წამებში მოხდა - ოქრიაშვილის ახალი გუნდიც ცნობილია!

მთავარი მწვრთნელის სამიზნეა - თურქული ფეხბურთის გრანდს მიქაუტაძე სურს!