მთავარი მწვრთნელის სამიზნეა - თურქული ფეხბურთის გრანდს მიქაუტაძე სურს!
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისადმი ინტერესი თურქული ფეხბურთის გრანდმა გალათასარაიმ გამოთქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა FANATIK იუწყება და წერენ, რომ ბელგიური პროქსიმუს ლიგის ბომბარდირმა მოახერხა გალათასარაის მთავარი მწვრთნელის ფათიჰ თერიმის თვალთახედვის არეალში მოხვედრა.
გალათასარაი 2020/21 წლის სეზონში თურქეთის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა, თანაბარი ქულების მიუხედავად, ქვეყნის ჩემპიონი უკეთესი ბურთების უპირატესობით ბეშიქთაში გახდა.
მიუხედავად გალათასარაის ინტერესისა, ძალიან რთული წარმოსადგენია, შედგება თუ არა ეს ტრანსფერი, რადგანაც გიორგი მიქაუტაძე მეცის საკუთრებაა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ფრანგებმა მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.
გიორგი მიქაუტაძეს 2020/21 წლის სეზონში ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. ბელგიური სერენის მაისურით 23-ჯერ ითამაშა და 22 გოლის გატანა მოახერხა.
სადებიუტო გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებშიც მოახერხა. 20 წლის ფორვარდმა თავი რუმინეთთან(2-1) ამხანაგურად მოგებულ მატჩში გამოიჩინა.
VIDEO: კიტეიშვილის ქუსლი და მიქაუტაძის სადებიუტო გოლი!!!
"1 ივლისს შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს" - კვარას ტრანსფერის გაოფიციალურება ახლოვდება
3-წლიანი კონტრაქტით - გიორგი ქვილითაიას ახალი გუნდი ცნობილია