ავტორიზაცია

3-წლიანი კონტრაქტით - გიორგი ქვილითაიას ახალი გუნდი ცნობილია

3-წლიანი კონტრაქტით - გიორგი ქვილითაიას ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 03 ივნ 2021, 13:56

გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში, თუმცა ახალ გუნდში გააგრძელებს.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, გენტი და აპოელი სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ. ბელგიური გუნდი საქართველოს ნაკრების ფორვარდში 600,000 ევროს მიიღებს.

რაც შეეხება პირად კონტრაქტს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ნიქოზიის აპოელთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წლიურად, ხელფასის სახით 300,000 ევროს მიიღებს.

გასული სეზონი აპოელისთვის წარუმატებელი იყო, გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდა, რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, წინა სეზონი იჯარის წესით ანორთოსისში გაატარა, 32 მატჩში კი 15 გოლი გაიტანა.

აპოელს გიორგი ქვილითაიას გარდა ანორთოსისიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს, მურთაზ დაუშვილი, თუმცა ქართველ ნახევარმცველს ფამაგუსტელებთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამაზე მეტი შეუძლია!" - სანიოლი მატჩის შემდეგ

ფავორიტი გამოიკვეთა - სად გადავა კვარაცხელია?