ავტორიზაცია

"1 ივლისს შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს" - კვარას ტრანსფერის გაოფიციალურება ახლოვდება

"1 ივლისს შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს" - კვარას ტრანსფერის გაოფიციალურება ახლოვდება
თარიღი 03 ივნ 2021, 15:25

როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრანსფერთან ახლოს ვართ.

ხვიჩა კვარაცხელია ახლოსაა ლიდს იუნაიტედში ტრანსფერთან და ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა leeds-live.co.uk-ც წერს.

"თუ ლიდსის დირექტორის ვიქტორ ორტას განცხადებით ვიმსჯელებთ, გუნდში სერიოზული სიახლეებია მოსალოდნელი. 1 ივლისს ლიდსის ფეხბურთელები შეკრებაზე უნდა იყვნენ, რათა მარსელო ბიელსამ მათთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყოს. ამ პერიოდში კი ჩვენი მოთამაშე უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ტრანსფერზეც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 20 მილიონი ფუნტ სტერლინგია," - წერს leeds-live.co.uk.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიდს იუნაიტედის გარდა მილანსა და სევილიას უკავშირებენ. 20 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

3-წლიანი კონტრაქტით - გიორგი ქვილითაიას ახალი გუნდი ცნობილია

რას წერენ რუმინელი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?