ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე თავის გუნდს არ დატოვებს"

იბრაჰიმოვიჩი: "იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე თავის გუნდს არ დატოვებს"
თარიღი 04 ივნ 2021, 12:20

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი თანაგუნდელის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"დონარუმა ამ დროისთვის არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და მე იმედი მაქვს, რომ მისი და მილანის გზები არ გაიყრება.

ჯიჯის შეუძლია გახდეს ჩვენი გუნდის სიმბოლო, ისეთი როგორიც წლების განმავლობაში როონერისთვის მალდინი იყო.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვიცი, თუ რას გადაწყვეტს ის, იტალიელ გოლკიპერს პირველ რიგში საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

მისი დარჩენის შემთხვევაში, კარის დარაჯის პრობლემა ჩვენს გუნდში უახლოესი 20 წლის განმავლობაში მოხსნილი იქნებოდა".

შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლები" თავიანთ აღზრდილს ვერ უთანხმდებიან ხელფასის თაობაზე, რის გამოც ფეხბურთელს თვალი სხვა გუნდისკენ გაურბის.

მილანს ჩალჰანოღლუს შემცვლელად პაპუ გომესი სურს

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს!