ავტორიზაცია

"ბედნიერი ვიქნები, თუ მილანში გადმოვა", - იბრაჰიმოვიჩი ჟირუს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბედნიერი ვიქნები, თუ მილანში გადმოვა", - იბრაჰიმოვიჩი ჟირუს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება
თარიღი 04 ივნ 2021, 20:39

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბში "ჩელსის" ფორვარდის, ოლივიე ჟირუს შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

39 წლის შვედი სუპერვარსკვლავი ფრანგი ფეხბურთელის დამატების მომხრეა.

"ბედნიერი ვიქნები, თუ ოლივიე ჟირუ "მილანში" გადმოვა, მისნაირი ფეხბურთელები გვჭირდება, გამარჯვებულია", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

ცნობისთვის, 34 წლის ჟირუს "ჩელსისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" ფრანგ თავდამსხმელს 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, სეზონში 4 მილიონ ევროიანი ხელფასით.

იბრაჰიმოვიჩი: "იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე თავის გუნდს არ დატოვებს"