ავტორიზაცია

"შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რატომ მოიქცნენ ეს კლუბები ასე", - იბრაჰიმოვიჩი სუპერლიგაზე

"შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რატომ მოიქცნენ ეს კლუბები ასე", - იბრაჰიმოვიჩი სუპერლიგაზე
თარიღი 04 ივნ 2021, 20:57

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, რას ფიქრობს სუპერლიგასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

"ამ ისტორიაზე ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რატომ მოიქცნენ ეს კლუბები ასე. ეკონომიკურად იტანჯებიან, ამიტომაც სწორ გზას ეძებენ", - ამბობს 39 წლის შვედი.

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამან ინგლისში გულშემატკივრებსა და კლუბებს შორის დავის მიზეზი იყო. ფეხბურთელებს აზრიც კი არ ჰკითხეს", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Sky Sport.

შეგახსენებთ, უეფასთან შეთანხმებას მიაღწიეს და სუპერლიგის პროექტი დატოვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ინტერმა", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "მილანმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ".

ამავდროულად, სამმა კლუბმა უეფასთან კომპრომისზე წასვლა არ ისურვა და ამ პროექტის ერთგული დარჩა - საუბარია "რეალზე", "ბარსელონასა" და "იუვენტუსზე".

"ბედნიერი ვიქნები, თუ მილანში გადმოვა", - იბრაჰიმოვიჩი ჟირუს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება