ბეილი რეალში ანჩელოტის დაბრუნებას გამოეხმაურა და საკუთარ მომავალზეც ალაპარაკდა
"რეალის" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა "სამეფო კლუბში" დაბრუნებულ კარლო ანჩელოტის დიდებული მწვრთნელი უწოდა.
"ვიცი, კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია. მას კარგად ვიცნობ, წარსულში "რეალში" ბრწყინვალე მომენტები გვქონდა", - ამბობს უელსელი.
"როგორც კი ევროპის ჩემპიონატი დასრულდება, გუნდში ჩემს მომავალთან დაკავშირებულ საკითხზე დაველაპარაკები", - ციტირებს ბეილის სიტყვებს Sky Sports.
2020/21 წლების სეზონი ბეილმა იჯარით "ტოტენჰემში" გაატარა. მაისში დაიწერა, რომ მადრიდელები მზად არიან იგი გაყიდონ. აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გარეტმა კარიერა დაასრულოს და გოლფის თამაში დაიწყოს.
3 ივნისს, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბეილს ჯერ კიდევ შეუძლია "რეალის" დახმარება.
ანჩელოტიმ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე, აგრეთვე აზარისა და ბეილის მომავალზე ისაუბრა