ავტორიზაცია

თარიღი, დრო და ადგილი — როდის და სად გაიმართება უეფას სუპერთასის ფინალი?

თარიღი, დრო და ადგილი — როდის და სად გაიმართება უეფას სუპერთასის ფინალი?
თარიღი 04 ივნ 2021, 21:15

უეფას სუპერთასის მატჩი, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან, 11 აგვისტოს გაიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ასე და ამგვარად, შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში, სტადიონ "ვინდზორ პარკზე" შედგება.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ევროპა ლიგის ტიტულს "ვილიარეალი" დაეუფლა.

ცნობისთვის, უეფას სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნია".

რატომ არ შედგა უეფას სუპერთასის მატჩი დინამოსა და ლივერპულს შორის?