ავტორიზაცია

არანაირი მილანი — ოლივიე ჟირუს მომავალი ოფიციალურად გაირკვა

არანაირი მილანი — ოლივიე ჟირუს მომავალი ოფიციალურად გაირკვა
თარიღი 04 ივნ 2021, 21:21

"ჩელსიმ" ოფიციალური საიტის მეშვეობით თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

34 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც "არისტოკრატებთან" ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურებოდა, ლონდონელებთან თანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივა.

ასე და ამგვარად, ჟირუ "ჩელსის" ღირსებას 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.

აქამდე აქტიურად იწერებოდა, რომ გამოცდილი თავდამსხმელი კარიერას "მილანში" გააგრძელებდა.

ჟირუ "არისტოკრატებს" 2018 წელს "არსენალიდან" შეუერთდა. გუნდთან ერთად ოლივიემ ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ბედნიერი ვიქნები, თუ მილანში გადმოვა", - იბრაჰიმოვიჩი ჟირუს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება