ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა კლუბიდან 8 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა კლუბიდან 8 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა
თარიღი 04 ივნ 2021, 21:43

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეებიდან "ეშმაკუნების" პირველი გუნდის წევრი მხოლოდ ორია, ორივე გოლკიპერი - ჟოელ პერეირა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ჰადერსფილდში" გაატარა და სერხიო რომერო.

აგრეთვე, "ემიუდან" მიდის აკადემიისა და სარეზერვო გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი, ესენია:

ჯეიკობ კარნი, მარკ ჰელმი, იესტინ ჰიუზი, არნაუ პუიგმალი, მაქს ტეილორი და ალიუ ტრაორე.

შეგახსენებთ, 2020/21 წლების სეზონში ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში "ვილიარეალთან" დამარცხდნენ.

ოფიციალურად: არსენალმა კლუბიდან 4 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა