ბენზემა: "იმედი მაქვს, მბაპე რეალში რაც შეიძლება სწრაფად გადავა"

საფრანგეთის ნაკრებისა და "რეალის" ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ თანამემამულე კილიან მბაპეს "სამეფო კლუბში" გადასვლაზე ოცნებობს.
"მბაპეს "რეალში" ტრანსფერი იდეალური იქნებოდა. ამას ვისურვებდი. ყველა დიდებულ ფეხბურთელს უნდა "რეალში" თამაში", - ამბობს კარიმი.
"იმედი მაქვს, მბაპე ამ კლუბში რაც შეიძლება სწრაფად გადავა, თუ "პსჟ"-ს დატოვება უნდა, რომელიც აგრეთვე ძლიერი გუნდია", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს RMC.
2020/21 წლების სეზონში მბაპემ "პსჟ"-ს მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 160 მილიონ ევროს შეადგენს.
აქამდე არაერთხელ დაიწერა პარიზელთა ფეხბურთელისადმი "რეალის" ინტერესზე.
მბაპემ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ თქვა უარი 2014 წელს რეალში გადასვლაზე