კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა — ბრაზილიის ნაკრები ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს!
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ასპარეზობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა AS.
"სელესაოს" ფეხბურთელები ღიად აცხადებენ, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ. აგრეთვე, ბრაზილიელებს სხვა გუნდების მოთამაშეებთანაც აქვთ კონტაქტი, ცდილობენ კოპა ამერიკის წინააღმდეგ ორგანიზებულად წავიდნენ.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელთა ბუნტი მას შემდეგ დაიწყო, როცა მედიის საშუალებით გაიგეს, რომ კოპა ამერიკა მათ ქვეყანაში ჩატარდება.
თავდაპირველად, ტურნირისთვის კოლუმბიასა და არგენტინას უნდა ემასპინძლათ, მაგრამ კოლუმბიელებს ამის უფლება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩამოართვეს, ხოლო არგენტინელებს - მედიცინასთან დაკავშირებული ვითარების გამო.
მიუხედავად ამისა, არც ბრაზილიაშია სახარბიელო მდგომარეობა, ქვეყანაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით.
მას შემდეგ, რაც ბრაზილია გამოცხადდა კოპა ამერიკას მასპინძელ ქვეყანად, ეროვნული გუნდის არცერთი ფეხბურთელი არ გამოხმაურებია ამ სიახლეს.
მიზეზი, რის გამოც ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები კოპა ამერიკაზე თამაშისგან თავს იკავებენ