ავტორიზაცია

"ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი", - ხავი

"ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი", - ხავი
თარიღი 05 ივნ 2021, 11:19

"ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ის "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებას არ ჩქარობს:

"ბარსელონაში დაბრუნებას მთავარი მწვრთნელის რანგში არ ვჩქარობ. ამ კლუბს უარი უკვე ორჯერ ვუთხარი, რადგან ასე იყო საჭირო.

არსებობს გარემოებები, რომელიც სურვილებზე მაღლა დგას და ამის გარდა, პატივი ვცეთ ბლაუგრანაში მომუშავე ადამიანებსაც.

გუნდის დამრიგებელი არის კუმანი და ის კონტრაქტის ამოწურვამდე სწორედ კატალონიაში იქნება", - განაცხადა "ლურჯ-ბროწეულისფრების" ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუს" ბინადრებმა დაიმატეს სერხიო აგუერო და ერიკ გარსია, უახლოეს პერიოდში მოვლენ მემფის დეპაი და ჯინი ვეინალდუმი.

ანიელი: "იუვენტუსს, ბარსელონას და რეალს ტურნირების სრული რეფორმა სურთ"

ხავი ყატარიდან კატალონიაში ჩავიდა და პირველი განცხადებაც გააკეთა