ავტორიზაცია

ანჩელოტისთან შეხვედრა დაიგეგმა — რა ვითარებაა ბეილის გარშემო?

ანჩელოტისთან შეხვედრა დაიგეგმა — რა ვითარებაა ბეილის გარშემო?
თარიღი 05 ივნ 2021, 14:37

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის შეხვედრაზე შეუთანხმდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports იტყობინება, უელსელ სუპერვარსკვლავს სურს გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს მადრიდულ გუნდში.

2020/21 წლების სეზონი 31 წლის შემტევმა იჯარით "ტოტენჰემში" გაატარა. მაისში გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზად არის იგი გაყიდოს. აგრეთვე, დაიწერა იმის შესახებაც, რომ ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს და გოლფის თამაში დაიწყოს.

მოგეხსენებათ, "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანჩელოტიმ ზინედინ ზიდანი შეცვალა, რომელსაც ბეილთან კონფლიქტი ჰქონდა და მის გეგმებში არ შედიოდა.

3 ივნისს, იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბეილს ჯერ კიდევ შეუძლია "რეალის" დახმარება.

ბეილი რეალში ანჩელოტის დაბრუნებას გამოეხმაურა და საკუთარ მომავალზეც ალაპარაკდა