ავტორიზაცია

ჟირუ: "თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, ამას მე და ბენზემა კარტინგში რბოლით აღვნიშნავთ"

ჟირუ: "თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, ამას მე და ბენზემა კარტინგში რბოლით აღვნიშნავთ"
თარიღი 05 Jun 2021, 15:09

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ კარიმ ბენზემასთან კონფლიქტი არ აქვს.

"ჩელსის" ფორვარდმა პირობა დადო, რომ ევრო 2020-ის მოგებას "რეალის" ფეხბურთელთან ერთად აღნიშნავს.

"თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, მე და ბენზემა ამას კარტინგში რბოლით აღვნიშნავთ", - ციტირებს ჟირუს სიტყვებს Le Figaro.

მოგეხსენებათ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს. 33 წლის ფორვარდი ეროვნულ გუნდს მატიე ვალბუენას შანტაჟთან დაკავშირებული სკანდალის გამო ჩამოაშორეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე აცხადებდა, რომ კარიმი ნაკრებში არ დაბრუნდებოდა.

2020 წლის გაზაფხულზე ბენზემამ გულშემატკივრებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ჟირუსთან შედარება არ შეიძლება, რომელსაც "კარტინგი" უწოდა, საკუთარ თავს კი - "ფორმულა 1".

ბენზემა: "ჟირუსთან კონფლიქტი წარსულში დარჩა"