ბენზემა: "ჟირუსთან კონფლიქტი წარსულში დარჩა"

გასულ წელს კარიმ ბენზემას ჰკითხეს ოლივიე ჟირუსთან შედარების შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ არ ღირს ფორმულა 1-ის კარტინგთან შედარება.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ კი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს აღნიშნული ფრაზა გაახსენეს, მისი პასუხი გამოდგა ასეთი:
"ჟირუს შევხვდი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რომელშიც რეალი ჩელსის ეთამაშებოდა. ხუთი წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით.
ჩვენი კონფლიქტი დარჩა წარსულში, რაც ითქვა, ითქვა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საფრანგეთის ნაკრებია", - განაცხადა "სამეფო კლუბის" 9-იანმა.
შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ალჟირელი ფორვარდი "მამლების" შემადგენლობაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე პირველი განცხადება გააკეთა
"განვლილ სეზონში ოპტიმალური შემადგენლობით ერთი მატჩიც არ ჩაგვიტარებია", - ბენზემა