"განვლილ სეზონში ოპტიმალური შემადგენლობით ერთი მატჩიც არ ჩაგვიტარებია", - ბენზემა
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ თავისი გუნდის განვლილ სეზონს ერთგვარი საინტერესო შეჯამება გაუკეთა:
"რეალში განვლილ სეზონში დაფიქსირდა ფეხბურთელის ტრავმის მიღების 60 შემთხვევა! ოპტიმალური შემადგენლობით ერთი მატჩიც არ ჩაგვიტარებია.
არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსიც და ინფიცირების გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ ზიდანიც კი არ გვყავდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოდით.
ვარ იმედგაცრუებული, რადგან უტიტულობის მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი საბოლოო შედეგია", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, "სამეფო კლუბის" ფორვარდი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნდა.