რამდენად რეალურია ბეილის და აზარის გაყიდვა?
ახალი ამბავი არ არის, რომ მადრიდის "რეალი" კილიან მბაპეს ტრანსფერზე აგროვებს ფულს და საამისოდ კლუბს თავისი ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება.
ევროპულ მედიას, მათ შორის Sky Sports-ს მიაჩნია, რომ "სამეფო კლუბის" შავ სიაში ერთ-ერთი პირველები გარეტ ბეილი და ედენ აზარი ფიგურირებენ.
"ბლანკოსს" უელსელი და ბელგიელი შემტევების სანაცვლოდ სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 70-80 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
რაც შეეხებათ მათ მსურველებს, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა ზინედინ ზიდანის გუნდის ნახევარმცველის ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნება.
რაც შეეხება "ტოტენჰემში" განათხოვრების წესით მოთამაშე ვინგერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ კარგავენ იმის იმედს, რომ ინგლისელები მას გამოისყიდიან.
"ჰოტსპურის" ცხრიანმა მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრაში გაიტანა 16 გოლი, "რეალის" შვიდიანმა კი 21 მატჩში მხოლოდ ოთხი ბურთი.