ავტორიზაცია

უნაი ემერიმ შეიძინა კლუბი, სადაც ბაბუამისი და მამამისი თამაშობდნენ

უნაი ემერიმ შეიძინა კლუბი, სადაც ბაბუამისი და მამამისი თამაშობდნენ
თარიღი 05 ივნ 2021, 15:51

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ საფეხბურთო კლუბ "რეალ უნიონის" აქციათა 20 პროცენტი იყიდა.

გარიგების დროს სპეციალისტს ეხმარებოდნენ მისი ძმა იგორ ემერი და ადვოკატი ხოსე რეტა, რომლებიც პროცესის ყველა მოლაპარაკებას ხელმძღვანელობდნენ.

ასე და ამგვარად, ემერი კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.

კლუბის შეძენაზე მოლაპარაკებები 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო დაიბლოკა. 2021 წელს, "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ემერის წარმატებული სეზონის შემდეგ, მოლაპარაკებები განახლდა.

შეგახსენებთ, "რეალ უნიონში" ასპარეზობდა ანტონიო ემერი აროსენა - ემერის ბაბუა, რომელიც ამ კლუბის ლეგენდაა. იგი 1920 წლებში გუნდის მეკარე იყო და თასი ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, ამ კლუბში თამაშობდა უნაი ემერის მამაც - ხუანი, რომელიც აგრეთვე მეკარე გახლდათ.

უნაი ემერის სახელობის თასი?! მერამდენედ გავიდა ესპანელი ევროპა ლიგის ფინალში და როგორია მისი სტატისტიკა?