ავტორიზაცია

"მათ სუსტ მხარეებს ვერ ვხედავ", - მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა

"მათ სუსტ მხარეებს ვერ ვხედავ", - მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 05 Jun 2021, 17:28

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურნირის ფავორიტად საფრანგეთის ნაკრებს მიიჩნევს.

"თუ თქვენს გუნდში კილიან მბაპეა, რთულია ვერ გაიმარჯვო. ის იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომლებიც მატჩებს იგებენ და მეტოქეებს აშინებენ. მბაპე ეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ საუკეთესოა".

"დიდიე დეშამმა იცის, რა უნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს. ვფიქრობ, ფინალამდე ნებისმიერი სტადიიდან გავარდნა მათთვის ჩაფლავებაა. არა მგონია, დეშამი კითხულობდეს ან ისმენდეს იმას, რასაც ამბობენ. ვფიქრობ, უბრალოდ იცის, თუ რა უნდა. სერიოზული პრინციპები აქვს. თითოეული ფეხბურთელი უნდა სცემდეს მას პატივს, რადგან თუ ამას არ გააკეთებს, შემადგენლობაში არ იქნება".

"როცა დისციპლინა გაქვს და ყველა ფეხბურთელი იმას აკეთებს, რაც მწვრთნელს სურს, გუნდი ძალიან, ძალიან ძლიერი ხდება. მათ სუსტ მხარეებს ვერ ვხედავ. თუ საჭიროა იმ გუნდის დასახელება, რომელიც ტურნირს მოიგებს, მაშინ საფრანგეთს დავასახელებდი, რადგან ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს. ევროპის ჩემპიონატი ფრანგებმა უნდა მოიგონ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ტურნირი მათთვის წარუმატებლად ჩაითვლება", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს The Sun.

ჟირუ: "თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, ამას მე და ბენზემა კარტინგში რბოლით აღვნიშნავთ"