"რონალდუს პოგბაში უმალვე გავცვლიდი", - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი

"იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა, ალესანდრო ბირინდელიმ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბაში შესაძლო გაცვლის იდეას მხარი დაუჭირა.
"ამას უმალვე გავაკეთებდი. არა იმიტომ, რომ რონალდუ ჩემთვის ფუნდამენტური ან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ არის. უბრალოდ, ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პოგბაა, ახლა "იუვენტუსს" ძალიან დაეხმარებოდა. ორჯერ არ დავფიქრდებოდი".
"თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნელ-ნელა ბრუნდება. რონალდუს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი კი საპირისპიროდ წასვლას ნიშნავს. ამიტომაც ვფიქრობ, საეჭვოა ეს გაცვლა განხორციელდეს".
"ემიუში" რომ ვმუშაობდე, 100-დან 100 შემთხვევაში პოგბას შევინარჩუნებდი. რონალდუ თითქმის საერთოდ არ არის გუნდთან დაკავშირებული, უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი რომ ვიყო, დროდადრო მითითებებს მივცემდი, რადგან ასეთი საქციელი მიუღებელია", - ციტირებს Juve News ბირინდელის სიტყვებს.