ავტორიზაცია

ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდად სიტის ნახევარმცველი დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდად სიტის ნახევარმცველი დასახელდა
თარიღი 05 ივნ 2021, 20:39

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ფილ ფოდენი, პრემიერ ლიგის 2020/21-სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა.

ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ ძირითადი გუნდის წევრი 2017 წელს გახდა. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2020 წლიდან, ახალგაზრდა ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ და ის ევროპის ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2020/21-სეზონში „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა, მეორე ადგილს „მან.სიტი“ დასჯერდა, მესამე-მეოთხეზე კი „ლივერპული" და „ჩელსი" გავიდნენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ინგლისური ფინალი შედგა, რომელშიც „ჩელსიმ" „მანჩესტერ სიტის" 1:0 მოუგო.
 

პრემიერ ლიგამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა