ავტორიზაცია

"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი

"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი
თარიღი 05 ივნ 2021, 22:43

 უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი გააკრიტიკა.

როგორც ცნობილია, ანიელი უეფასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მუშაობდა, თუმცა ორგანიზაციას ზურგი აქცია და ფლორენტინო პერესთან ერთად, სუპერლიგის ერთ-ერთ შემქმნელად მოგვევლინა.

„მეგონა, რომ მეგობრები ვიყავით, ის კი თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. დამარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი იყო.

ვეჭვობდი თუ არა რაიმეს? ღოცა ადამიანი ოფისში შემოდის და იმეორებს: „არა, არა, ეს ყველაფერი სისულელეა“, რთულია მას არ დაუჯერო.

პირადად ჩემთვის, ეს ადამიანი აღარ არსებობს.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტი დასაწყისშივე ჩაიშალა - ამჟამად, მის ერთგულებას მხოლოდ სამი კლუბი აცხადებს - „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“.
 

უეფას პრეზიდენტი: "სუპერლიგის შემქმნელებს ვკითხე: "როგორ ვერ მიხვდით, რომ ნეხვში ჩააბიჯეთ?"