რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ UFC-ში მორიგი გამარჯვებით?

როგორც გითხარით, რომან დოლიძემ UFC Apex-ის ივენთზე არგენტინელი ლაურაენო სტაროპოლი დაამარცხა და უფც-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა.
დოლიძისთვის ეს 21 მარტის შემდეგ (როცა მან კარიერაში პირველი მარცხი იწვნია) პირველი დაპირისპირება იყო და მან ის წარმატებულად და დამაჯერებლად ჩაატარა.
საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ ამ გამარჯვებით?
ქართველი სპორტსმენის ბიუჯეტი ამ საღამოს შემდეგ 44.500 დოლარით გაიზარდა - 24.500 დოლარი მან ამ ივენთში მონაწილეობისთვის მიიღო, კიდევ 20 ათასი კი - გამარჯვებისთვის.
პროფესიონალურ კარიერაში ეს დოლიძისთვის მე-10 ბრძოლა იყო და მისი სტატისტიკა დამაჯერებელია: 10 მოგება და 1 მარცხი.
რომან დოლიძემ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და გამარჯვების გზას დაუბრუნდა