ავტორიზაცია

ჭორი აღმოჩნდა — ბეილი ევრო 2020-ის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს

ჭორი აღმოჩნდა — ბეილი ევრო 2020-ის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს
თარიღი 06 Jun 2021, 18:47

"რეალისა" და უელსის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გარეტ ბეილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს, იტყობინება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

აქამდე ცნობილმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 31 წლის სუპერვარსკვლავი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გეგმავს.

თუმცა, როგორც გავლენიანი იტალიელი ინსაიდერი წერს, ბეილი ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს. ევრო 2020-ის შემდეგ, გარეტი "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან საკუთარ მომავალს განიხილავს.

გასული სეზონი ბეილმა იჯარით "ტოტენჰემში" გაატარა, "დეზების" მაისურით მან პრემიერ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ანჩელოტისთან შეხვედრა დაიგეგმა — რა ვითარებაა ბეილის გარშემო?