"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ", - დარჩება თუ არა დეშამი ევრო 2020-ის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში?
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში მუშაობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. შეიძლება, 2022 წლის შემდეგაც დავრჩე - ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. აქ ვარ და გარკვეული დრო კიდევ დავრჩები", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს დეშამი.
52 წლის მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლის ივნისიდან უდგას სათავეში. გუნდთან ერთად იგი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
საერთო ჯამში, საფრანგეთს დეშამის ხელმძღვანელობით 112 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 74 მოიგო, 18 კი წააგო.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა სპეციალისტს "მამლებთან" 2022 წლის ბოლოს ეწურება.
"ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა", - დეშამმა ნაკრებში ბენზემას დაბრუნების გადაწყვეტილება ახსნა