ავტორიზაცია

დიდი ცვლილებები ნიუკასლში — კლუბს ამ ზაფხულს 10 ფეხბურთელი დატოვებს!

დიდი ცვლილებები ნიუკასლში — კლუბს ამ ზაფხულს 10 ფეხბურთელი დატოვებს!
თარიღი 06 ივნ 2021, 19:01

"ნიუკასლს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ფეხბურთელი დატოვებს, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian.

აღნიშნული სიიდან ყველაზე ცნობილი სახე 32 წლის ფორვარდი, ენდი ქეროლია, რომელმაც "კაჭკაჭების" რიგებში ჩატარებულ ბოლო 43 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ასე და ამგვარად, გარდა ქეროლისა, "ნიუკასლიდან" შემდეგი მოთამაშეები მიდიან:

კრისტიან ატსუ, კაილ სკოტი, ოუენ ბეილი, ლუდვიგ ფრნსილეტი, ლუკას გამბილი, ფლორან ინდალესიო, ჯორჯ რუნსფელი, ანრი სევე და ოლივერ უოლტერსი.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ნიუკასლმა" პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა კლუბიდან 8 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა