"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა
"მილანის" გენერალურმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ჰქონდა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუნდიდან მიდის.
"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ფეხბურთელმა მიიღო. ყოველთვის ნამდვილი პროფესიონალი იყო. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ისე მოიქცა, როგორც საჭიროდ ჩათვალა", - ციტირებს გაზიდისის სიტყვებს Corriere dello Sport.
დონარუმამ გასულ სეზონში "მილანის" რიგებში სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა.
საერთო ჯამში, 22 წლის იტალიელმა მეკარემ 2020/21 წლების სეზონში 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ევროპა ლიგის ჩათვლით.
მოგეხსენებათ, დონარუმას "როსონერისთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება, კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მან უარი განაცხადა და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ოფიციალურად: დონარუმა მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს