ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია — დაბრუნდება თუ არა რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში?

გადაწყვეტილება მიღებულია — დაბრუნდება თუ არა რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში?
თარიღი 06 Jun 2021, 19:43

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ინგლისური კლუბის ბოსებმა 36 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა არამიზანშეწონილად მიიჩნიეს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Sky Sports.

მოგეხსენებათ, რონალდუ "მანჩესტერში" 2003 წლიდან 2009 წლამდე ასპარეზობდა. პორტუგალიელმა "ეშმაკუნების" რიგებში 292 მატჩი ჩაატარა, 118 გოლი გაიტანა და 69 შედეგიანი პასი გააკეთა. "ემიუს" მაისურით კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პრემიერ ლიგის ტიტულს სამჯერ დაეუფლა.

"იუვენტუსთან" "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ცნობისთვის, რონალდუ "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, იტალიურ გრანდში იგი მადრიდის "რეალიდან" 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

"რონალდუს პოგბაში უმალვე გავცვლიდი", - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი