ავტორიზაცია

ჰოლანდის შეძენა 6 ტოპ-კლუბს სურს — დორტმუნდმა ფასი დაასახელა!

ჰოლანდის შეძენა 6 ტოპ-კლუბს სურს — დორტმუნდმა ფასი დაასახელა!
თარიღი 06 ივნ 2021, 19:54

"დორტმუნდმა" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ფასი დაასახელა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზად არის 20 წლის ნორვეგიელი სხვა გუნდში 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

ზემოთაღნიშნული თანხა იმით აიხსნება, რომ პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის არაერთი ტოპ-კლუბი ინტერესდება ბორუსიელთა ფორვარდით. ჰოლანდის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემს", "ჩელსის", "პსჟ"-სა და "ბარსელონას" სურთ.

გასულ სეზონში ერლინგმა "დორტმუნდის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდიის სატრანსფერო ფასი 110 მილიონ ევროს შეადგენს.

ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS