ავტორიზაცია

"საქართველოსგან ამას არ ველოდით", - დე ბური მატჩის შემდეგ

"საქართველოსგან ამას არ ველოდით", - დე ბური მატჩის შემდეგ
თარიღი 06 ივნ 2021, 23:43

საქართველოსთან მოგებული 3:0 მატჩის შემდეგ კომენტარი ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ფრანკ დე ბურმა გააკეთა.

"მეტი შეგვეძლო, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ, გოლები გავიტანეთ და გავიმარჯვეთ.

საქართველოსგან ნამდვილად არ ველოდით, თუ ისინი განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებდნენ და ეს სიურპრიზი იყო.

პირველ ტაიმში რამდენიმე წუნი იყო, მეორე ნახევარში კი ეს გამოვასწორეთ და შედეგიც სახეზეა", - განაცხადა დე ბურმა.

საქართველოს ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩები დასრულდა და სექტემბერში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებთ.

ვეინალდუმი: "მწვრთნელმა გვითხრა, საქართველოსთან ბოლომდე გვერძოლა"

ჰოლანდიასთან 3 უპასუხო გოლი გავუშვით - საქართველო სტუმრად უძლიერეს მეტოქესთან დამარცხდა