ავტორიზაცია

ბარსელონადან შორს - როგორი იქნება ვეინალდუმის ხელფასი პსჟ-ში?

ბარსელონადან შორს - როგორი იქნება ვეინალდუმის ხელფასი პსჟ-ში?
თარიღი 07 ივნ 2021, 12:58

"ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ "ბარსას", მაგრამ ის როგორც ჩანს "პსჟ"-ში გადავა.

საქმე ისაა, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" ნიდერლანდელ ჰავბეკს კატალონიელებზე სარფიანი წინადადებით მიმართა, რის გამოც ესპანეთში გადასვლა გამოირიცხა.

De Telegraaf-ის თანახმად, მერსისაიდელთა შუახაზელის თანხმობის შემთხვევაში, მისი ხელფასი პარიზში დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.

თანაც ეს ყველაფერი გადასახადების გადახდის გათვალისწინებით, ანუ ჰოლანდიელი შუახაზელი ხელზე აიღებს ხსენებულ 10 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ ჯინი "წითლებს" ტოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. პრესაში ვარაუდობენ, რომ "სქაუზერების" 5-იანის ტრანსფერი მალე დაიხურება.

ლენგლე: "ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ, ვრჩები"

ვეინალდუმი: "მწვრთნელმა გვითხრა, საქართველოსთან ბოლომდე გვერძოლა"