ავტორიზაცია

VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან

თარიღი 07 ივნ 2021, 16:43

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

ენსხედეში აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების ქომაგებიც დაესწრნენ, რომლებიც ადგილზე ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქებიდან და ბელგიიდან ჩავიდნენ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა საქართველოს ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე გიორგი აბურჯანიას მოედნის კიდეში მკურნალობდა, ჩვენი ნაკრების ქომაგმა ექიმს სახალისო ფრაზა მიაძახა. ამის შესახებ ვიდეოს ჩვენი პარტნიორი გამოცემა GEO TEAM ავრცელებს.

ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი კრიტიკის ქაცეცხლში მოექცა

"საქართველოსგან ამას არ ველოდით", - დე ბური მატჩის შემდეგ