ავტორიზაცია

იუვენტუსმა რონალდუს შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო - რა შემთხვევაში განხორციელდება ტრანსფერი?

იუვენტუსმა რონალდუს შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო - რა შემთხვევაში განხორციელდება ტრანსფერი?
თარიღი 07 ივნ 2021, 21:57

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა კარიერა შეიძლება "იუვენტუსში" გააგრძელოს, იტყობინება La Gazetta dello Sport.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, ბრაზილიელი ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად განიხილება და "ბებერი ქალბატონი" მის დამატებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინიდან წავა.

აქამდე დაიწერა, რომ "იუვენტუსი" რონალდუს გაშვების შესაძლებლობას განიხილავს და მის სანაცვლოდ საკმაოდ მიზერულ თანხას ითხოვს - საუბარია 30 მილიონ ევროზე.

Transfermarkt-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელს "სიტისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი კი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში ჟეზუსმა "ქალაქელთა" რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გადაწყვეტილება მიღებულია — დაბრუნდება თუ არა რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში?