ავტორიზაცია

ცნობილია, თუ როდის მიიღებს რონალდუ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას

ცნობილია, თუ როდის მიიღებს რონალდუ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას
თარიღი 07 ივნ 2021, 22:03

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ტურინული კლუბის დატოვებას აპირებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, 36 წლის პორტუგალიელი კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

თუმცა, "ბებერი ქალბატონის" ლიდერი საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

კრიშტიანუმ სასურველი კლუბებიც კი შეარჩია, რომელთა შორის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" სახელდებიან.

რონალდუს "იუვესთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. სერია ა-ში იგი 2018 წელს "რეალიდან" გადაბარგდა.

გასულ სეზონში "ბიანკონერის" მაისურით პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, 33 მატჩში გატანილი 29 გოლით.

ცნობისთვის, იტალიურ კლუბთან ერთად რონალდუმ იტალიის ჩემპიონატი (2-ჯერ), თასი და სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

იუვენტუსმა რონალდუს შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო - რა შემთხვევაში განხორციელდება ტრანსფერი?