ავტორიზაცია

საქმეში არსენალიც ჩაერთო - ჩალჰანოღლუს ხელში ჩაგდება 5 ევროპულ გრანდს სურს

საქმეში არსენალიც ჩაერთო - ჩალჰანოღლუს ხელში ჩაგდება 5 ევროპულ გრანდს სურს
თარიღი 07 ივნ 2021, 22:25

"არსენალი" "მილანის" ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუთი დაინტერესდა, იტყობინება ცნობილი გამოცემა Football Italia.

27 წლის თურქს "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც აღინიშნება, ფეხბურთელს წლიურად 4 მილიონი ევროს გამომუშავება სურს + ბონუსები.

ასე და ამგვარად, ჩალჰანოღლუსთვის ბრძოლაში "მეთოფეებიც" ჩაერთვნენ. ჯერჯერობით, კონკრეტული წინადადებით მას მხოლოდ "ალ დუჰაილმა" მიმართა. მისდამი ყურადღებას "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ლივერპული" და "ჩელსიც" იჩენენ, თუმცა ამ გუნდებს კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩალჰანოღლუმ "მილანის" მაისურით გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კიდევ ერთი უარი - რა ხდება ჩალჰანოღლუს გარშემო?