ავტორიზაცია

კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - ვეინალდუმის ტრანსფერის ახალი დეტალები

კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - ვეინალდუმის ტრანსფერის ახალი დეტალები
თარიღი 07 ივნ 2021, 22:37

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი "პსჟ"-ში გადავიდა, იტყობინება გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

უახლოეს საათებში ჰოლანდიელი პარიზულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.

როგორც აღინიშნება, 30 წლის ნახევარმცველი ფრანგებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

მოგეხსენებათ, თავიდან ვეინალდუმის დამატების მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფეხბურთელმა კარიერის საფრანგეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

ჟორჟინიომ 2020/21 წლების სეზონში "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მერსისაიდელებთან კონტრაქტის ვადა მას 30 ივნისს ეწურება და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.

ვეინალდუმის გადაწყვეტილებამ ბარსა შეაშინა - კატალონიელებმა დეპაის ახალი წინადადებით მიმართეს