ავტორიზაცია

ESPN-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომელიც გვარდიოლას სიტიში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სჭირდება

ESPN-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომელიც გვარდიოლას სიტიში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სჭირდება
თარიღი 07 ივნ 2021, 23:25

"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი დატოვოს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, "მანჩესტერ სიტი" პოზიტიურ განწყობაზეა იმის გამო, რომ ბირმინგემელებმა "ნორვიჩიდან" ემილიანო ბუენდია იყიდეს და როგორც ფიქრობენ, ახლა გრილიშის ტრანსფერის გაჩარხვის მეტი შანსი არსებობს.

არსებული ინფორმაციით, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა 25 წლის ინგლისელში ხედავს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგაში დომინირებაში დაეხმარება.

გასულ სეზონში გრილიშმა ინგლისის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სიტი მზადაა, გრილიშის და კეინის ტრანსფერებს სამი ტოპ-ფეხბურთელი შესწიროს