რობერტო კარლოსი: "რონალდუ მსოფლიოში ნომერ პირველია, 3 ფეხბურთელთან ერთად"

"რეალის" ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა.
"რონალდუმ "რეალისთვის" ბევრი გააკეთა, მაგრამ ვიცი, "იუვენტუსში" თავს კარგად გრძნობს. დიდებული ფეხბურთელია, მსოფლიოში ნომერ პირველი - მესისთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად".
"მოდით ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, რონალდუმ სწორედ ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რისი გაკეთება სურს სამომავლოდ", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Corriere dello Sport.
36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "იუვესთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. სერია ა-ში იგი 2018 წელს "რეალიდან" გადაბარგდა.
გასულ სეზონში "ბიანკონერის" მაისურით პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, 33 მატჩში გატანილი 29 გოლით.
ცნობისთვის, იტალიურ კლუბთან ერთად რონალდუმ იტალიის ჩემპიონატი (2-ჯერ), თასი და სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.
ცნობილია, თუ როდის მიიღებს რონალდუ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას