ავტორიზაცია

დეპაის სარფიანი წინადადებით 3 გრანდი დაუკავშირდა, მაგრამ სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს

დეპაის სარფიანი წინადადებით 3 გრანდი დაუკავშირდა, მაგრამ სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 07 ივნ 2021, 23:42

"ლიონის" თავდამსხმელი, მემფის დეპაი, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება, ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ჰოლანდიელმა სამი კლუბისგან სარფიანი წინადადებები მიიღო - საუბარია "პსჟ"-ზე, "იუვენტუსსა" და "ინტერზე".

მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, თავად 27 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" სურს გადასვლა და კატალონიელებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

თავის მხრივ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პირობები გააუმჯობესეს, რათა ჟორჟინიო ვეინალდუმთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება თავიდან აიცილონ, რომელიც კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევანი "პსჟ"-ს სასარგებლოდ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, მემფისს "ბარსა" 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობს.

იწერება, რომ კატალონიურ გრანდში დეპაის წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.

ვეინალდუმის გადაწყვეტილებამ ბარსა შეაშინა - კატალონიელებმა დეპაის ახალი წინადადებით მიმართეს