ავტორიზაცია

ბარსელონას სატრანსფერო სიაში 6 ცენტრალური მცველია

ბარსელონას სატრანსფერო სიაში 6 ცენტრალური მცველია
თარიღი 08 ივნ 2021, 12:37

"მანჩესტერ სიტიდან" ერიკ გარსიას დამატების შემდეგ, ბარსელონა ეძებს კიდევ ერთ მაღალი დონის ცენტრალურ მცველს პერსპექტივისთვის.

Mundo Deportivo-ს თანახმად, კატალონიური გუნდის სატრანსფერო სიაში ამ დროისთვის ექვსი უკანახაზელია. ესენი არიან:

მატეის დე ლიგტი, სტეფან დე ვრეი, ალესიო რომანიოლი, ემერიკ ლაპორტი, ლისანდრო მარტინესი და ჩაგლარ სეიუნჟუ.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ბლაუგრანასთვის" ნომერ პირველ კანდიდატად ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ცენტრბექი რჩება.

ევროპულ პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ნიდერლანდელია.

ბარსელონა კიკე სეტიენის ყოფილ მთავარ სამიზნეს მიუბრუნდა

საშინელება ჰოლანდიისთვის - ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა დე ლიგტმა მიიღო