ოფიციალურად: სიჭინავა კონფერენსლიგის გუნდში გადავიდა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ინჰულეცის" აწი უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ნიკა სიჭინავა კარიერას "კოლოსში" გააგრძელებს.
უკრაინულმა გუნდმა გასული სეზონი დაასრულა მეოთხე ადგილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ფორვარდი თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად კონფერენსლიგაზე ითამაშებს.
რაც შეეხება თავად კოვალიოვკელთა ახალწვეულ შემტევს, მან გასულ სეზონში პეტროველთა შემადგენლობაში 22 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
26-წლის წინახაზელი უკრაინაში თამაშობს 2016 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 141 მატჩში 35 ბურთის შეგდება მოახერხა.
სიჭინავასთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა სეზონი 2019/2020, 17 გოლით 29 შეხვედრაში. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფორვარდს.
VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან
"მის გარეშე გუნდი უშანსოდ იქნებოდა" - უკრაინულმა მედიამ სიჭინავა შეაქო